Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მთავრობამ მაჰსა ამინის მამა გააფრთხილა, არ აღნიშნოს შვილის წლისთავი


საპროტესტო აქცია ირანში მორალის პოლიციის მიერ დაკავებული მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ
საპროტესტო აქცია ირანში მორალის პოლიციის მიერ დაკავებული მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ

11 სექტემბერს ირანის უშიშროების უწყებებმა დაიბარეს ამჯად ამინი - ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დაპატიმრებული და პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილი ქალის, მაჰსა ამინის მამა - და მას ერთი საათის განმავლობაში უტარებდნენ დაკითხვას, იუწყება რადიო თავისუფლების ირანული სამსახური.

ამინის ერთ-ერთი ნათესავის თქმით, ხელისუფლება მამაზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მან 16 სექტემბერს არ აღნიშნოს თავისი შვილის დაღუპვის წლისთავი და უარყოს უფრო ადრე გავრცელებული განცხადება, რომ ის და ამინის დედა აპირებენ აღნიშნონ შვილის გარდაცვალების დღე.

მაჰსა ამინი მორალის პოლიციამ თეირანში ჩასვლისას, 2022 წლის სექტემბერში დააკავა, რადგან, გავრცელებული ცნობებით, მას არასწორად ეკეთა თავსაბურავი, ანუ ჰიჯაბი. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ უშიშროების აგენტებმა ამინი დაკავებისას სცემეს, თუმცა გაკვეთის ოფიციალური ანგარიშის თანახმად, ის გარდაიცვალა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ოჯახის განცხადებით კი, ახალგაზრდა ქალს არაფერი აწუხებდა.

22 წლის მაჰსა ამინი გასული წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა, საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ. მის გარდაცვალებას მოჰყვა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG