Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღში ჩავიდა რუსეთის ჰუმანიტარული დახმარება


დემონსტრაცია ლაჩინის დერეფნის გახსნის მოთხოვნით. მთიანი ყარაბაღი. 2023 წლის ივლისი
დემონსტრაცია ლაჩინის დერეფნის გახსნის მოთხოვნით. მთიანი ყარაბაღი. 2023 წლის ივლისი

მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლების თქმით, რეგიონში აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებული ტერიტორიის გავლით ჩავიდა რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანა.

სომხეთი აზერბაიჯანს ადანაშაულებს ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევაში მთიან ყარაბაღში, იმ ერთადერთი გზის ჩაკეტვით, რომელიც ამ ტერიტორიას სომხეთთან აკავშირებს.

ეს გზა, ლაჩინის დერეფანი, რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლის ქვეშაა, 2020 წელს მოსკოვის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების თანახმად.

"რუსული "წითელი ჯვრის" ჰუმანიტარული დახმარება ჩამოვიდა" 12 სექტემბერს, - განაცხადეს სეპარატისტული რეგიონის ეთნიკური სომხებისგან შემდგარი მთავრობის წარმომადგენლებმა.

ერევანი და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები გამოდიან გაფრთხილებებით, რომ რეგიონში საკვებისა და წამლების მწვავე დეფიციტი იქმნება.

XS
SM
MD
LG