Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა


გუნდის კაპიტანი დავით ჯოჯუა (მარცხნივ), მოჭადრაკეები ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია
გუნდის კაპიტანი დავით ჯოჯუა (მარცხნივ), მოჭადრაკეები ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრების ტრიუმფით დაგვირგვინდა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი. პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართული პრესტიჟული შეჯიბრების ფინალში ქართველმა მოჭადრაკეებმა ყაზახეთის ნაკრები დაამარცხეს.

მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში თორმეტი ქვეყნის ნაკრებები მონაწილეობდნენ. ექვს-ექვსი გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდა და ოთხ-ოთხმა საუკეთესომ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. შემდეგ კი შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით გაგრძელდა.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა 2022 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონს - უკრაინას - მოუგო. პლეი ოფში კი, ფინალის გზაზე, ასევე უძლიერეს ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებებს აჯობა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ: ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია.

XS
SM
MD
LG