8 სექტემბერს რუსეთმა სომხეთის ელჩი გამოიძახა, რათა პროტესტი გამოეთქვა ერევნის „არამეგობრული ნაბიჯების“ გამო, რაც აშკარა ნიშანია სომხეთსა და მოსკოვს შრის ურთიერთობის გამწვავებისა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ელჩს მკაცრი განცხადება მიაწოდეს ერევნის გადაწყვეტილების გამო, ხელი მოეწერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან შეთანხმებაზე, აშშ-თან ერთად ჩაეტარებინა სამხედრო სწავლება და სომხეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში მიევლინათ ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის მიზნით.
სომხეთმა ადრე დაიჩივლა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები, რომლებიც განთავსდნენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 2020 წლის შემოდგომის ომის შემდეგ სადავო რეგიონში, ვერ მოახერხეს დაესრულებინათ ეთნიკური სომხებით დასახლებული, დე იურე აზერბაიჯანის კუთვნილი, რეგიონის ბლოკადა.
- 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ზოგიერთ რაიონზე დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის „სამშვიდობო კონტინგენტი".
- სომხეთში 1995 წლიდან დისლოცირებულია რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა.