Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერი წვიმის გამო რუსთავში გზები დაიტბორა


8 სექტემბერი, 2023 წელი. წყალდიდობა რუსთავში.
8 სექტემბერი, 2023 წელი. წყალდიდობა რუსთავში.

რუსთავში ძლიერი წვიმის გამო ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე გზები დაიტბორა, შეფერხებული იყო ტრანსპორტის მოძრაობა.

რადიო თავისუფლების რუსთაველი კორესპონდენტი იტყობინება, რომ მესხიშვილის ქუჩაზე, სადაც ნიაღვრის გამო, მოძრაობა პარალიზებული იყო, დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები, რამდენიმე კომერციული ობიექტი.

ძლიერ წვიმას ქალაქის მარცხენა სანაპიროზე ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა.

8 სექტემბერი, 2023 წელი. წყალდიდობა რუსთავში.
8 სექტემბერი, 2023 წელი. წყალდიდობა რუსთავში.

2018 წელს რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მდებარე კრწანისის დასახლების დატბორვის შემდეგ, რაც უხვი ნალექით იყო გამოწვეული და რასაც ასევე რუსთავის ქუჩების დატბორვა მოჰყვა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გადაწყვიტა გაეფართოებინა რუსთავი-თბილისის გზის გასწვრივ გაყვანილი ცენტრალური სანიაღვრე არხი. მას შემდეგ მიმდებარე ტერიტორია აღარ იტბორებოდა. ამ მხრივ, ბოლო დრომდე, რუსთავშიც გამოსწორებული იყო მდგომარეობა და ამ მასშტაბის ნიაღვარი რუსთავის ქუჩებში არ შეიმჩნეოდა უხვი ნალექის მიუხედავად.

წყლის დაკლების შემდეგ რუსთავის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქალაქის სანიაღვრე სისტემები გაწმენდილია, ცენტრალური სანიაღვრე არხიც გაუმკლავდა სტიქიას, თუმცა ვითარება მაინც შესასწავლია.

XS
SM
MD
LG