საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისში, ეროვნული არქივის ეზოში, ძირითადი შენობის გვერდით მდებარე ნაგებობაში ხანძარია.
ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას.
განახლება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის ქეთი კოვზიაშვილის ცნობით, „არქივის ეზოს ტერიტორიაზე, ცალკე მდგომ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია".