Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დაზვერვის თანამშრომელი და ბიზნესმენი სახელმწიფო ღალატში დაადანააშულეს რუსეთისთვის დოკუმენტების გადაცემის გამო


ევროკავშირის და გერმანიის დროშები
ევროკავშირის და გერმანიის დროშები

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელს და გერმანელ დამოუკიდებელ ბიზნესმენს ბრალი წაუყენეს ღალატში - საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო გადაცემაში რუსეთისთვის, განაცხადა გერმანიის პროკურატურამ 8 სექტემბერს.

დაზვერვის ოფიცერი, კარსტენ ლ. დეკემბერში ბერლინში დააკავეს, ხოლო მეორე ეჭვმიტანილი, არტურ ე., - იანვარში.

ფედერალური პროკურორები აცხადებენ, რომ არტურ ე.-ს ჰქონდა კონტაქტი რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენთან, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან.

ეს სამი პირი ერთმანეთს, სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში შეხვდა და ისინი შეთანხმდნენ რუსეთის ეფ-ეს-ბე-სთვის გერმანიის საგარეო დაზვერვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ.

XS
SM
MD
LG