Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი ზურაბიშვილთან შეხვედრას აფასებს


უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში 8 სექტემბერი 2023 წელი
უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში 8 სექტემბერი 2023 წელი

საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი ტვიტერზე ეხმაურება.

"კარგი შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს ევროკავშირისკენ გზასა და რეგიონში უსაფრთხოების ვითარებაზე. საქართველო ჩვენი მტკიცე პატრნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ერთად მუშაობენ ევროკავშირის მომავლისკენ პროგრესის მისაღწევად", - ნათქვამია ჟოზეპ ბორელის ტვიტერზე განთავსებულ პოსტში.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე ორდღიანი პირველი ოფიციალური ვიზიტისას ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ბორელმა განიხილა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი, ასევე, უფრო ფართო საგარეო პოლიტიკური და რეგიონული საკითხები.

ასევე ნახეთ:

ბორელი: საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს - მინდოდა, პირადად მეთქვა ხალხისთვის

პაპუაშვილი: ევროკავშირის გადაწყვეტილება დამსახურებაზე დაფუძნებული და სამართლიანი უნდა იყოს

ჩვენ არ ვართ იდეალური, ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - ღარიბაშვილი

ბორელი ღარიბაშვილს: პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი რისკია, კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას

"რეკომენდაციების მცირე ნაწილია შესრულებული" - ოპოზიცია ბორელთან შეხვედრის შემდეგ

XS
SM
MD
LG