სანქტ-პეტერბურგში გაუქმდა ლენინგრადის ბლოკადის მოხსნის 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, რომელიც 2024 წლის 27 იანვარს სასახლის მოედანზე უნდა გამართულიყო. ამის შესახებ ქალაქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბეგლოვმა განაცხადა.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქის ხელისუფლებას ღონისძიების გაუქმება სთხოვა. რა არის ამის მიზეზი, არ არის მითითებული. აღლუმის ნაცვლად, სასახლის მოედანზე ძველი სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართება.
ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ლენინგრადის ალყის მოხსნის 80 წლისთავზე 130 ღონისძიება იგეგმება.
- BBC-ის ცნობით, 2023 წელს რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმში უპილოტო მფრინავი საშუალებების გამოყენებით რუსეთის ობიექტებზე 190-ზე მეტი თავდასხმა მოხდა.