Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვის ქვისლი რუსეთში ექსტრემიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ცენტრის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა


ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რუსლან ალხანოვი, რამზან კადიროვის თანასოფლელი და ერთ-ერთი ქალიშვილის მამამთილია
ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რუსლან ალხანოვი, რამზან კადიროვის თანასოფლელი და ერთ-ერთი ქალიშვილის მამამთილია

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რუსლან ალხანოვი რუსეთში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი დირექტორატის (ცენტრი "E") უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „კავკაზ.რეალიი“ ავრცელებს.

ამ პოსტზე ალხანოვის დანიშვნა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ბაჩურინმა გამოაცხადა. "E" ცენტრის ხელმძღვანელის ახალი მოადგილის აღწერისას ბაჩურინმა აღნიშნა, რომ ალხანოვმა, რომელიც 19 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, "რეგიონში კანონისა და წესრიგის გაძლიერება უზრუნველყო."

61 წლის რუსლან ალხანოვი ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის თანასოფლელი და მისი ერთ-ერთი ქალიშვილის მამამთილია. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშვნამდე ალხანოვი ჩეჩნეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მამის, ახმატ კადიროვის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ალხანოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დროს ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებმა აქტიურად დაიწყეს ადამიანების გატაცება და წამება, ასევე რამზან კადიროვის რეჟიმის მოწინააღმდეგეების დევნა. 2022 წლის დეკემბერში ალხანოვს კანადამ სანქციები დაუწესა ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევებში მონაწილეობისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერის გამო.

XS
SM
MD
LG