Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კიდევ ორ მოქალაქეს შეუფარდეს პატიმრობა სამხედრო კომისარიატის დაწვის მცდელობისთვის


„მოლოტოვის კოქტეილი“, საილუსტრაციო ფოტო
„მოლოტოვის კოქტეილი“, საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის სამხედრო სასამართლომ სპეციალური რეჟიმის კოლონიაში, ხუთი და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა მაქსიმ პოპოვს და ილია ხაიმოვს, რომლებიც დამნაშავედ ცნეს სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობისთვის. მოსამართლის გადაწყვეტილებაში მათი დანაშაული კერძოდ კვალიფიცირდება „პირთა ჯგუფის მიერ ტერორისტული აქტის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით“.

გამომძიებლების თქმით, ნიჟნი ნოვგოროდის მცხოვრებლებმა "უკრაინული სპეცსამსახურების დაუდგენელი წარმომადგენლებისგან" მიიღეს წინადადება, რომ ცეცხლი წაეკიდათ ადგილობრივი სამხედრო კომისარიატებისთვის.

ამ დავალების დასრულებისთვის მსჯავრდებულებს დამკვეთები, სავარაუდოდ, დაჰპირდნენ 3,500 დოლარის გადახდას კრიპტოვალუტაში.

გარდა ამისა, ცეცხლის წაკიდების პროცესში ხაიმოვს და პოპოვს უნდა ეყვირათ „ნიჟნი ნოვგოროდი ომის წინააღმდეგია“ და ეს ყველაფერი ვიდეოზე აღებეჭდათ. მაგრამ ვიდრე დავალებას სისრულეში მოიყვანდნენ ხაიმოვი და პოპოვი 16 ოქტომბერს დააკავეს და საპატიმრო ვადები შეუფარდეს მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის წაკიდება არ მომხდარა.

  • უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის ქალაქებში სპეცსამსახურებმა რეგულარულად დაიწყეს დივერსიებსა და ტერაქტების მზადებაში ეჭვმიტანილების დაკავება.
  • ვლადიმირ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ასეთი თავდასხმების რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა. დღემდე ცნობილია ცეცხლის წაკიდების მცდელობის სულ მცირე ასი შემთხვევა.
  • თავდაპირველად საქმეები განიხილებოდა სხვისი ქონების დაზიანებისა და ხულიგნობის შესახებ მუხლებით. მოგვიანებით, რუსეთის გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ სამხედრო კომისარიატების დაწვის შემთხვევები ჩაითვლება ტერორისტულ თავდასხმებად და დაისჯება15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პირველი განაჩენი, რომლითაც სამხედრო კომისარიატის დაწვა ტერორისტულ თავდასხმად იქნა კვალიფიცირებული, 2023 წლის იანვრის ბოლოს გამოიტანეს.
XS
SM
MD
LG