Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინოვკაში 16 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის ჯარების მიერ დაბომბვას


მედიკოსებს მიაქვთ რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად დაღუპულის ცხედარი. კონსტანტნოვკა, 6 სექტემბერი, 2023.
მედიკოსებს მიაქვთ რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად დაღუპულის ცხედარი. კონსტანტნოვკა, 6 სექტემბერი, 2023.

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში ცენტრალური ბაზრის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. დარტყმა რუსეთის ჯარებმა განახორციელეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კორესპონდენტი იტყობინება შემთხვევის ადგილიდან.

მისი თქმით, ბაზარი სამართალდამცავების მიერ არის შემოზღუდული. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 16 ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი 20-მდე დაჭრილის შესახებ იტყობინება. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეოს მიხედვით, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელებში გავრცელდა, იტყობინება, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

დარტყმა 6 სექტემბერს შუადღისას მოხდა. დილით ქალაქი უკვე დაბომბეს რუსეთის ჯარებმა. ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინებოდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაჭრის შესახებ. ტელეგრამში რუსული პროსამხედრო არხები ირწმუნებიან, რომ კონსტანტინოვკა დაბომბა იუჟნო-სახალინსკის 68-ე არმიის კორპუსმა. ამბობდნენ, რომ განადგურდა საწვავის და საპოხი მასალების საწყობი. თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას ეს არ დაუდასტურებია.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის დაწყებიდან, გაეროს შეფასებით, ომის ზონაში 9000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 11 000 დაღუპულის შესახებ განაცხადა.

სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები შეიძლება ომის დანაშაულად ჩაითვალოს. მოსკოვს კომენტარი არ გაუკეთებია კონსტანტინოვკის დაბომბვაზე. ტრადიციულად რუსეთი უარყოფს ხოლმე მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილთან კავშირს.

XS
SM
MD
LG