Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ უარყო თურქეთის მოწოდება, შეარბილოს პოზიცია მარცვლეულის გარიგების განახლების საკითხში


უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. კიევი, 17 ნოემბერი, 2022.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. კიევი, 17 ნოემბერი, 2022.

5 სექტემბერს უკრაინამ უკუაგდო თურქეთის წინადადება იმის შესახებ, რომ კიევმა უნდა შეარბილოს თავისი პოზიცია შავი ზღვის მარცვლეულის გარიგების განახლების საკითხში. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა მხარს არ დაუჭერს მოსკოვისთვის სანქციების შემსუბუქების ან მისი „დაშოშმინების“ პოლიტიკას.

„ბოლოს და ბოლოს ვიყოთ რეალისტები და შევწყვიტოთ დისკუსიები არარსებულ ვარიანტებზე, მით უმეტეს - რუსეთის წაქეზება შემდგომი ბოროტმოქმედებებისკენ,“ უთხრა პოდოლიაკმა Reuters-ს. ეს განცხადება მან გააკეთა, როცა ჰკითხეს კომენტარებზე, რომლებიც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გააკეთა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. პუტინმა და ერდოანმა 4 სექტემბერს სოჭში გამართეს შეხვედრა, მაგრამ ვერ მორიგდნენ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე.

თურქეთის გაზეთ Milliyet-თან ინტერვიუში ერდოანმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისას ვერ დაინახა მშვიდობის დამყარების რაიმე რეალური შესაძლებლობები.

უკრაინა აცხადებს, რომ მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის მთელი ჯარი დატოვებს უკრაინის ტერიტორიას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

XS
SM
MD
LG