თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი თურქ ჟურნალისტებს ესაუბრა სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი ბოლო მოლაპარაკების შედეგებზე.
პუტინმა და ერდოანმა 4 სექტემბერს გამართეს შეხვედრა, მაგრამ ვერ მორიგდნენ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე.
თურქეთის გაზეთ Milliyet-თან ინტერვიუში ერდოანმა ასევე განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისას ვერ დაინახა მშვიდობის დამყარების რაიმე რეალური შესაძლებლობები.
„ჯერჯერობით არ ჩანს იმედის მომცემი პერსპექტივები მშვიდობისთვის. ჩვენ თურქეთის სახელით დღეს, როგორც ადრეც, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ომში არ არსებობს გამარჯვებული, ისევე, როგორცმშვიდობაში არ არსებობს დამარცხებული და რომ ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, თუ ამას მხარეები მოისურვებენ,“ თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
უკრაინა აცხადებს, რომ მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის მთელი ჯარი დატოვებს უკრაინის ტერიტორიას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რუსეთი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ კიევი უნდა დაეთანხმოს თავისი ტერიტორიების ანექსიას.