Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვის სტიქის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოქტომბრისთვის გადადო


თინა ბოკუჩავა, ფრაქცია "ნაცილონალური მოძრაობის" თავმჯდომარე
თინა ბოკუჩავა, ფრაქცია "ნაცილონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შოვის სტიქიის შეესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინციტიავას ოქტომბრის დასაწყისში დაუბრუნდებიან.

მანამდე შეხვდებიან ექსპრტებს, ჩავლენ შოვი, მოუსმენემ შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინტერპელკაციას, რომელიც 22 სექტემბერსაა დანიშნული ამ საკითხთზე. შოვში ჩასვლისკენ ბოკუჩავამ ოპოზიციურ პარტიებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსაც მოუწოდა.

საგამოძოებო კომისიის შექმნის მოთხოვნის გადადების მიზეზად, თინა ბოკუჩავამ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ მზაობა დაასახელა. ბოკუჩავას თქმით, მიუხედავად იმისა რომ ამ პარტიის ქმედებები მისთვის მიუღებელია, ვინაიდან საკითხი ადამიანების სიცოცხეს ეხება და ეს არის საკითხი, სადაც ოპოზიციამ აუცილებლად უნდა შეძლოს კონსოლიდაცია, დაელოდებიან ამ ოპოზიციური ფრაქცია, რომელმაც მისი თქმით, დრო მოითხოვა საკითხთან მიმართებით პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

4 სექტემბერს პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვას მხარს არ დავუჭერენ. მისი თქმით, პარლამენტის მიმდინარე სამუშაო კვირაში როცა წინასწარაა ცნობილი, რომ ოპოზიციური დეპუტატების რაოდენობა საკმარისი არ იქნება კენჭისყრისთვის, კომისიის შექმნის ინიციატივის დაყენებით მოხდება საკითხის დისკრედიტაცია, "ამიტომ სიმართლის დადგენა, მათ შორის კომისიის გამოყენებით, ვერასდროს მოხდება".

პარლამენტის ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ფრაქციამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა 9 აგვისტოს მოითხოვა. ორ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

  • იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში;
  • იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.

მსგავსი ინიციატივა ჰქონდა პარტიის, "ხალხისთვის", ლიდერს, ანა დოლიძესაც.

მმართველი პარტიის წევრმა და პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ "მომხდარი უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა და ამ უზნეობის პარლამენტის კედლებში გადმოტანა საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება".

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 31 ადამიანი, 2 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას გარდაიცვალა ორი ადამიანი. შსს-ს გამომძიებელი მირიან ჭელიძე და თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა. მათი გარდაცვალების მიზეზად ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება დასახელდა.

XS
SM
MD
LG