Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოიგუ ადასტურებს, რომ რუსეთი წელს არ გამართავს "ზაპადის" სახელით ცნობილ სამხედრო წვრთნებს


სერგეი შოიგუ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი
სერგეი შოიგუ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი

რუსეთი წელს არ გამართავს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს, რომლებსაც იცნობენ სახელით "ზაპადი" ("დასავლეთი") - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ. წვრთნა მიმდინარე თვეში უნდა ჩატარებულიყო.

"არა, წელს ჩვენ 'წვრთნა' უკრაინაში გვაქვს" - თქვა შოიგუმ 4 სექტემბერს, მას მერე, რაც რუსეთის ქალაქ სოჭში გაიმართა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა.

წვრთნები "ზაპადი" რუსეთმა ბოლოს 2021 წელს გამართა, მის მოკავშირე ბელარუსთან ერთად - ხუთი თვით ადრე მანამ, სანამ სრული მასშტაბით შეიჭრებოდა უკრაინაში.

რუსეთის არმიის ხელმძღვანელმა, ვალერი გერასიმოვმა "ზაპადის" გამართვის 2023 წლის გეგმა დეკემბერში გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG