Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ავღანელი ქალები შიმშილობენ, თალიბანის მხრიდან "გენდერული აპარტეიდის" დამკვიდრების გასაპროტესტებლად


ავღანელი ქალების აქცია კიოლნში
ავღანელი ქალების აქცია კიოლნში

გერმანიაში მყოფმა ავღანელმა ქალთა უფლებების დამცველებმა შიმშილობა დაიწყეს, რათა გააპროტესტონ ავღანეთის მმართველი თალიბანის პოლიტიკა - რომელიც ზღუდავს ქალების უფლებებსა და თავისუფლებებს.

მოშიმშილეებმა გერმანიის ქალაქ კიოლნში კარავი აღმართეს და მოითხოვენ ქალთა წინააღმდეგ თალიბანის მიერ გატარებული პოლიტიკა საერთაშორისოდ აღიარონ "გენდერულ აპარტეიდად".

მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ ხელისუფლებაში დაბრუნდა, რადიკალმა ისლამისტურმა ჯგუფმა ქალებს აუკრძალა განათლება და მუშაობა ეკონომიკის უმეტეს სექტორში. ამასთან, თალიბანის ხელისუფლებამ ქალებს მკაცრი შეზღუდვები დაუწესა გადაადგილებაზე და საჯაროდ გამოჩენის ფორმებზე.

ერთ-ერთი ბოლო ზომით, თალიბანმა ქალებს აუკრძალა საზოგადოებრივ პარკებში შესვლა და დახურა პარკები, რომლებიც მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი.

"ჩვენ გვინდა ავღანეთში მიმდინარე გენდერული აპარტეიდი ოფიციალურად იყოს ასეთად აღიარებული" - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა მოშიმშილემ, ტამანა ზარიაბ პარიანიმ.

XS
SM
MD
LG