Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ერდოანი უარყოფს მარცვლეულის შეთანხმების ალტერნატივებს


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან 4 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ ანკარა ეწინააღმდეგება ალტერნატიულ წინადადებებს შავი ზღვის მარცვლეულის ხელშეკრულებისა - რომელიც თურქეთისა და გაეროს შუამავლობით შარშან გაფორმდა, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად.

ალტერნატიული წინადადებებით გამოვიდნენ რუსეთიც და უკრაინაც, მაგრამ ერდოანი აცხადებს, რომ ეს წინადადებები არ წარმოადგენს "მხარეებს შორის თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მდგრად, უსაფრთხო და მუდმივ მოდელს, როგორიც შავი ზღვის ინიციატივა იყო".

ერდოანი ამ განცხადებებით სოჭში გამოვიდა 4 სექტემბერს, ვლადიმირ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მანამდე ლიდერებმა სამსაათიანი შეხვედრა გამართეს ხელშეკრულების აღდგენის გარშემო. მოსკოვი ხელშეკრულებიდან ივლისში გავიდა.

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ერდოანმა თქვა, რომ უკრაინამ უნდა "შეარბილოს" თავისი პოზიცია მოლაპარაკებებში, საიმისოდ, რომ შესაძლებელი გახდეს "რუსეთთან ერთად ნაბიჯების გადადგმა". ერდოანის თქმით, აფრიკაში უფრო მეტი მარცვლეულის გადაზიდვაა საჭირო, ვიდრე ევროპაში.

მანამდე ერდოანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ, მისი რწმენით, მარცვლეულის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეთანხმება "მალე" იქნება მიღწეული.

XS
SM
MD
LG