Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს კონფიდენციალური ანგარიშის თანახმად, ირანმა შეანელა ურანის გამდიდრება იარაღისთვის საჭირო დონეზე


ნატანცის ბირთვული ობიექტი, ირანი
ნატანცის ბირთვული ობიექტი, ირანი

ირანმა შეანელა ურანის გამდიდრება თითქმის იარაღის წარმოებისთვის საჭირო დონემდე - იუწყება გაეროს ბირთვული უწყება ანგარიშში, რომელსაც გაეცნო სააგენტო ასოშიეიტედ პრესი (AP).

კონფიდენციალური ანგარიშის ფონია ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკება პატიმართა გაცვლაზე და სამხრეთ კორეაში გაყინული ირანის მილიარდობით დოლარის ოდენობის ქონების გათავისუფლებაზე.

ურანის გამდიდრების შენელება შესაძლოა იყოს კიდევ ერთი ნიშანი, რომ თეირანი ცდილობს დაძაბულობის შემცირებას მასსა და აშშ-ს შორის - წლების განმავლობაში არსებული იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც მოჰყვა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულების კოლაფსს.

XS
SM
MD
LG