Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დრონებით შეეცადა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურებას


დრონის ფრაგმენტი. საილუსტრაციო ფოტო
დრონის ფრაგმენტი. საილუსტრაციო ფოტო

კვირას ღამით რუსულმა ჯარებმა ოდესის რეგიონზე დრონების გამოყენებით მასიური დარტყმა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, თავდასხმაში 25 „შაჰედის“ ტიპის კამიკაძე დრონი მონაწილეობდა. 22 მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

დრონის იერიშის შედეგად ერთ-ერთი პორტის ინფრასტრუქტურა დაზარალდა, იქ ხანძარი გაჩნდა, რომელიც სასწრაფოდ ჩააქრეს. მოგვიანებით უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იერიშის სამიზნე იყო პოდუნავიის ინფრასტრუქტურა.

ცნობილია ასევე ორი დაშავებული სამოქალაქო პირის შესახებ, რომლებსაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

მოსკოვი კი აცხადებს, რომ იერიში განხორციელდა ოდესის ოლქის რენის პორტში არსებულ საწვავის საცავებზე. რუსული მხარის განცხადებით, დარტყმის მიზანი " მიღწეულია, ყველა ობიექტი განადგურებულია."

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალმა იგორ კონაშენკოვმა კვირას, დღის მეორე ნახევარში განაცხადა, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა ოდესის ოლქის რენის პორტში საწვავის შესანახი ობიექტები გაანადგურე. ეს არ არის რუსეთის პირველი იერში დუნაის ამ პორტზე. რუსეთის საავიაციო მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვი ივლისის შუა რიცხვებში გავიდა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან.

XS
SM
MD
LG