თელ-ავივში შაბათს საღამოს და კვირას ღამით ერიტრიელ ემიგრანტებს შორის მასობრივი შეტაკებები მოხდა. The Jerusalem Post-ის ცნობით, 160-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 50-მდე იყო პოლიციელი, რომლებიც არეულობების შეჩერებას ცდილობდნენ.
შეტაკების მონაწილეები ერიტრიის მოქალაქეები არიან, რომლებმაც ისრაელში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს. 2 სექტემბერს ერიტრეის კულტურის ფესტივალები ბევრ ქვეყანაში იმართება. ისრაელში მათ თან ახლდა ლტოლვილების მასობრივი პროტესტი, რომლებიც ერიტრეის ხელისუფლების პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდნენ. თელ-ავივში ერიტრიის საელჩოში ისინი ამ ქვეყნის ამჟამინდელი რეჟიმის მხარდამჭერებსს დაუპირისპირდნენ.
მასობრივ ჩხუბს თან ახლდა ქვების სროლა, აქციის მონაწილეები ამსხვრევდნენ მაღაზიების ფასადებს და წვავდნენ ნაგვის ურნებს.
39 ადამიანი დააკავეს. პოლიციამ ბრბოს წინააღმდეგ ხელკეტები და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა .
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ კვირას უსაფრთხოების სამსახურებთან შეხვედრას გამართავს. მისივე თქმით, მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული არეულობების წამქეზებლების მიმართ.