Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპში შშმ პირი სცემეს და უმწეო მდგომარეობაში მიატოვეს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

კასპში 33 წლის გიორგი ედიშერაშვილი 50 წლამდე ასაკის კაცმა სასტიკად სცემა და უმწეო მდგომარეობაში მიატოვა მეტეხის სადგურთან - ინფორმაციას კასპში მცხოვრები ირაკლი მილაძე ფეისბუკზე ავრცელებს. ედიშერაშვილი შშმ პირია, უჭირს საუბარი და დამოუკიდებლად გადაადგილება. მილაძის თქმით, ის ჯერ კასპის, შემდეგ კი მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"იმდენი შესძლო სასტიკად ნაცემმა შშმ პირმა, რომ პიროვნების სახელიც თქვა და მანქანის მარკა და ფერიც გაიხსენა. ასევე გაიხსენა, რომ როდესაც ნაცემი რაღაც შენობასთან დააგდეს, ცოტა ხანში სხვა პიროვნებებთან ერთად მისულა და ერთმანეთში საუბრობდნენ, რომ უკვე მკვდარი იყო თურმე" - წერს მილაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG