Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას, მასზე დამოკიდებულება შეცდომაა - ფაშინიანი


ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი
ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „სტრატეგიულ შეცდომად“ მიიჩნევს უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, კერძოდ რუსეთზე, დამოკიდებულებას. გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში, რომელიც კვირას სომხურ ტელევიზიამაც გადასცა, ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის თავის ამოცანას არ ასრულებს.

"სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99.99% იყო დაკავშირებული რუსეთთან, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის სფეროში. მაგრამ დღეს, როდესაც რუსეთს თავად სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, ცხადია, რომ, სურვილის შემთხვევაშიც, ვერ შეძლებდა სომხეთის უსაფრთხოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას", - განაცხადა კერძოდ ფაშინიანმა. მისივე თქმით, სომხეთმა უკვე იგემა ასეთი ამ სტრატეგიული შეცდომის „მწარე ნაყოფი" და ამჟამად ცდილობს უსაფრთხოების სტრატეგიის "დივერსიფიკაციას".

მას სავარაუდოდ მხედველობაში ჰქონდა 2022 წლის 44 დღიანი ომი, რომლის დროსაც აზერბაიჯანმა შეძლო მთიან ყარაბაღში მნიშვნელოვან ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა.

ზოგიერთი კომენტატორის შეფასების პასუხად, რომ დასავლეთის ზოგიერთი ძალები ერევანს რუსეთთან დაშორებისკენ უბიძგებენ, ფაშინიანი აცხადებს, რომ "რუსეთი თავად ტოვებს რეგიონს იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს."

სომხეთის მთავრობის მეთაურის განცხადებების ფონია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ასევე ყარაბაღში ვითარების მორიგი ესკალაცია

სომხეთი რჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო ალიანსის (ОДКБ) წევრად, რომელიც აერთიანებს რუსეთსა და რიგ სხვა ქვეყნებს, მაგრამ მის ფარგლებში თანამშრომლობა ფაქტობრივად გაყინულია. სომხეთმა უარი თქვა ამ ორგანიზაციის ფარგლებში წვრთნების ჩატარებაზე თავის ტერიტორიაზე, ხოლო გასულ წელს ერევანში ორგანიზაციის სამიტზე უარი თქვა ხელი მოეწერა ერთობლივ დოკუმენტებზე, რადგან, ერევნის თანახმად, მოკავშირეებმა სომხეთს არ გაუწიეს საკმარისი მხარდაჭერა ყარაბაღის გარშემო განვითარებულ სიტუაციაში.

ფაშინიანის განცხადებებზე მოსკოვს რეაგირება ჯერ არ მოუხდენია.

XS
SM
MD
LG