Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის სასამართლომ მილიარდერ კოლომოისკის მიუსაჯა პატიმრობა შესაძლო გირაოს უფლებით


კოლომოისკი სასამართლოში
კოლომოისკი სასამართლოში

კიევის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, სასამართლომ კოლომოისკის ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ბიზნესმენს მისცა შესაძლებლობა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ გადაიხადოს 509 მილიონზე მეტი გრივნის გირაოს გადასახადი.


კოლომოისკიმ სასამართლო დარბაზში სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. მანამდე ოლიგარქმა უარყოფდა მის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენას.

სასამრთლოს სხდომა თავად კოლომოისკის თხოვნით დახურული იყო.

ცნობილი უკრაინელი ოლიგარქის სამართლებრივი დევნის საფუძვლად იქცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა, რომლის თანახმად ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი თაღლითობასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციაში დაადანაშაუელს.

საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე და 209-ე მუხლებზე: თაღლითობა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია (გათეთრება).

გამომძიებლების თქმით, 2013-2020 წლებში კოლომოისკიმ ნახევარ მილიარდზე მეტი გრივნა „გაათეთრა“ მათი საზღვარგარეთ გადარიცხვით, მისი კონტროლის ქვეშ მყოფი საბანკო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურის გამოყენებით.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განმარტა, რომ საუბარია, კერძოდ, 570 მილიონ გრივნაზე მეტ თანხაზე.

თებერვალში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკეს.

იგორ კოლომოისკი უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი.

2021 წლის მარტიდან ის და მისი ოჯახი აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფებიან.

XS
SM
MD
LG