Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის შეტევას სამი მიმართულებით აქტიურად იგერიებენ-გენშტაბი


"უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას და მოწინააღმდეგეს კონტრბატარეის ბრძოლით პასუხობენ."
"უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას და მოწინააღმდეგეს კონტრბატარეის ბრძოლით პასუხობენ."

რუსეთის ჯარებმა დღის განმავლობაში უკრაინის პოზიციებსა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით განახორციელეს ორი სარაკეტო და 34 საჰაერო დარტყმა, ასევე 42-ჯერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებიდან, - იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 2 სექტემბრის საღამოს ანგარიშში.

შტაბმა დღის განმავლობაში დაფიქსირდა ფრონტზე 15-ზე მეტი სამხედრო შეტაკება დააფიქსირა.

კერძოდ, ლიმანის მიმართულებით, ლუგანსკის რაიონის ნოვოეგოროვკასთან ახლოს, რუსეთის ჯარებმა წარუმატებლად სცადეს წინსვლა.

"ავდიევკის მიმართულებით, მტერმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები ჩაატარა დონეცკის ჩრდილოეთ რეგიონის აღმოსავლეთით... მარიინსკის მიმართულებით, მტერმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები ჩაატარა კრასნოგოროვკასა და ნოვომიხაილოვკის სამხრეთით, დონეცკის რეგიონში", - იუწყება სარდლობა.

გარდა ამისა, უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლის მიმართულებით: "ისინი მაგრდებიან დაკავებულ საზღვრებზე, და სანაცვლოდ მოწინააღმდეგეს კონტრბატარეის ბრძოლით პასუხობენ."

გენერალური შტაბის თანახმად დღის განმავლობაში უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგეზე 11 -ჯერ მიიტანა იერშის, 22 სარაკეტო და საარტილერიო დარტყმა განახორციელა რუსეთის ჯარის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე.

XS
SM
MD
LG