Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს წვრთნებზე ბალტიის ზღვაში ყურადღება რუსეთის მხრიდან თავდასხმის მოგერიებაზე გამახვილდება


აშშ-ის ვერტმფრენმზიდი გემი "მესა ვერდე" . საილუსტრაციო ფოტო
აშშ-ის ვერტმფრენმზიდი გემი "მესა ვერდე" . საილუსტრაციო ფოტო

ნატოს საზღვაო წვრთნები, რომელიც ბალტიის ზღვაში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება, პირველად დაეთმობა რეგიონში ჰიპოთეტური რუსული შეტევის მოგერიებას. ამის შესახებ „როიტერსი“ გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურ, ვიცე-ადმირალ იან კრისტიან კააკზე დაყრდნობით წერს.

წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი გემი და 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ათზე მეტი ქვეყნიდან, რომლებსაც აქვთ გასასვლელი ბალტიის ზღვაზე. ასევე შვედეთი, ალიანსის წევრობის კანდიდატი. მრავალეროვნულ წვრთნებში წარმოდგენილი იქნება ალიანსის რამდენიმე სხვა, ბალტიის რეგიონიდან დაშორებული ქვეყანა - შეერთებული შტატები, კანადა და საფრანგეთი.

წვრთნები გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში. შეერთებული შტატები მათში მონაწილეობის მისაღებად სადესანტო გემს "Mesa Verde" - ს გაგზავნის, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 800-მდე ადამიანის გადაყვანა საზღვაო სადესანტო განსახორციელებლად. Reuters-ის ინფორმაციით, წვრთნების დროს გამოყენებული იქნება ამფიბიური ოპერაციები და სახმელეთო დარტყმები ზღვიდან. ადმირალ კააკის თქმით, მოკავშირეები, კერძოდ, მოდელირებას გაუწევენ სიტუაციას, რომელშიც რუსეთი შეეცდება პოლონეთის ბალტიისპირეთის ქვეყნებთან დამაკავშირებელ ე.წ. სუვალკის დერეფნის ბლოკირებას.

XS
SM
MD
LG