საბავშვო ბაღების პედაგოგებს, სამგზავრო ბარათები, რომლითაც თვეში ასჯერ შეუძლიათ უფასოდ იმგზავრონ, დღეს დილით დაბლოკილი დახვდათ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვეღარ ისარგებლეს.
როდესაც მერიის ცხელ ხაზზე დარეკეს, მათ უთხრეს, რომ შესაძლოა, ამის მიზეზი "ლიმიტი ამოწურვა" იყო.
თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი პედაგოგი ეუბნება, სექტემბერი სულ ორი დღეა დაიწყო და ლიმიტს ვერაფრით ამოწურავდნენ.
რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიაში იკითხა, რა გახდა პედაგოგების ბარათების უმოქმედობის მიზეზი.
როგორც აგვიხსნეს, ეს "პროგრამული ხარვეზის" გამო მოხდა და დღის ბოლომდე პრობლემა უნდა გადაიჭრას.