Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოკ-მა რუს და ბელარუს სპორტსმენებს აზიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება არ მისცა


მხატვრულ ტანვარჯიშში იაპონური გუნდის ჯგუფური ვარჯიში. საილუსტრაციო ფოტო
მხატვრულ ტანვარჯიშში იაპონური გუნდის ჯგუფური ვარჯიში. საილუსტრაციო ფოტო

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსებსა და ბელარუსებს აზიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება არ მისცა.


პირველად ამის შესახებ ცნობა The Indian Express-მა გამოაქვეყნა აზიის ოლიმპიურ საბჭოზე (OCA) დაყრდნობით. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოგვიანებით ეს ინფორმაცია სააგენტო "ტასს" დაუდასტურა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განმარტა, რომ რუსებისა და ბელარუსების მონაწილეობის იდეა აზიურ თამაშებში "ტექნიკური მიზეზების გამო გახდა შეუძლებელი." დეტალები არ არის მითითებული, მაგრამ აზიის თამაშებს ("აზიადს") ოფიციალურად ესწრებიან OCA-ს წევრი ქვეყნები, რომლებსაც არ განეკუთვნებიან რუსეთი და ბელარუსი.

ივლისში, OCA დათანხმდა, რომ ორივე ქვეყნიდან 500-ზე მეტ სპორტსმენს მიიღებდა ნეიტრალური სტატუსით. აზიურ თამაშებში მონაწილეობა მათ საშუალებას მისცემდა მოეპოვებინათ კვალიფიკაცია 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისთვის.

პარიზის ოლიმპიადაში რუსეთის სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

  • რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები სპორტის თითქმის ყველა სახეობაში ჩამოაცილეს საერთაშორისო შეჯიბრებებს.
  • მარტის ბოლო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) გამოვიდა რეკომენდაციით, რათა რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს ნეიტრალური სტატუსით შეეძლოთ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება. გადაწყვეტილება სამშაბათს, ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. ამ გადაწყვეტილებას დიდი კრიტიკა მოჰყვა უკრაინასა და სხვა ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ ილაშქრებენ.
XS
SM
MD
LG