Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს გენერალს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საბიუჯეტო თანხებით საკუთარი სახლის რემონტისთვის


გენერალი ვიქტორ ვორონოვი, სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე
გენერალი ვიქტორ ვორონოვი, სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე

როსტოვის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ გენერალ-ლეიტენანტ ვიქტორ ვორონოვს 5-წლიანი მკაცრი რეჟიმი მიუსაჯა. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის ყოფილი მოადგილე თავდაცვის სამინისტროს ხარჯზე საკუთარი სახლის შეკეთების მცდელობისთვის მიეცა პასუხისგებაში.

როგორც სასამართლომ დაადგინა, 2021 წლის მაისში ვორონოვმა, ნაცნობი იგორ თოროვის მეშვეობით, შეაკეთა სახლი და მოაწყო მიმდებარე ნაკვეთი თავდაცვის სამინისტროს "ცენტრალური საბინაო და კომუნალური ადმინისტრაციის" თანამშრომლების შრომის გამოყენებით. სამშენებლო მასალები მოიპოვა ორი ფიქციური ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო გარემონტებული სახლის მოსაწყობად მისი ოფისიდან ტყავის დივანი და ორი სავარძელი გაიტანეს.

5-წლიანი მკაცრი რეჟიმის გარდა, სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის ყოფილ მოადგილეს სამი წლით აეკრძალა ასეთი თანამდებობების დაკავება და მიესაჯა ჯარიმა 2.8 მილიონი რუბლის ოდენობით. გამომძიებლების თქმით, მან თავისი სახლის გასარემონტებლად სამხედრო უწყების ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მილიონი რუბლი გაფლანგა.

XS
SM
MD
LG