Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის ფონდმა გააუქმა რუსეთისა და ბელარუსის ელჩებისთვის გაგზავნილი მოსაწვევები


 ნობელის პრემიის გაცემასთან დაკავშირებული საზეიმო წვეულება. 2013 წლის 10 სექტემბერი. საილუსტრაციო ფოტო
ნობელის პრემიის გაცემასთან დაკავშირებული საზეიმო წვეულება. 2013 წლის 10 სექტემბერი. საილუსტრაციო ფოტო

ნობელის ფონდმა გააუქმა რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩებისათვის სტოკჰოლმში დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად გაგზავნილი მოსაწვევები. ამის შესახებ ფონდის ვებგვერდზეა ნათქვამი.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ წელს რუსეთის, ბელარუსიისა და ირანის ოფიციალური წარმომადგენლების სადღესასწაულო ღონისძიებებზე მიწვევის გადაწყვეტილებამ მწვავე რეაქცია გამოიწვია, მათ შორის - შვედ პოლიტიკოსებს შორის. გასულ წელს ელჩები ასეთ ღონისძიებაზე არ მიუწვევიათ.

შვედეთის ოპოზიციური პარტიების ზოგიერთმა ლიდერმა გააუქმა მიწვევა, მთავრობის წარმომადგენლები კი განიხილავენ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის თქმას.

ლიბერალური პარტიის თავმჯდომარემ, იოჰან გეორგ პერსონმა განაცხადა, რომ „არ აპირებს [ბანკეტზე] ჯდომას და რუსეთის ელჩის სადღეგრძელოს დალევას, სანამ უკრაინაში გრძელდება პუტინის სისხლიანი აგრესიული ომი“.

პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის თქმით, ნობელის პრემიებით დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთის მიწვევამ გული დასწყვიტა ბევრ ადამიანს როგორც შვედეთში, ისე უკრაინაში.

უკრაინა კრიტიკულად გამოეხმაურა ნობელის კომიტეტის წლევანდელ გადაწყვეტილებას. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება კრემლს გაუძლიერებს დაუსჯელობის განცდას და ახალი ბოროტმოქმედებებისკენ უბიძგებს მას.

XS
SM
MD
LG