Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთმა მზის შესასწავლად კოსმოსში რაკეტა გაუშვა


რაკეტის გაშვების სტარტი
რაკეტის გაშვების სტარტი

ინდოეთმა მზის შესასწავლად კოსმოსში გაუშვა რაკეტა, როგორც თავისი პირველი მზის მისიის ნაწილი. რაკეტმზიდმა სახელწოდებით Polar Satellite Launch Vehicle (PSLV) წარმატებით გაუშვა დედამიწის გარშემო ორბიტაზე კოსმოსური ობსერვატორია Aditya-L1.

რაკეტის გაშვების ტრანსლაციას, რომელიც ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციის „იუტუბის“ არხზე ჩატარდა, 3.7 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს.

კოსმოსური ხომალდის დანიშნულების ადგილი დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრში მდებარეობს, ხოლო მისიას დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდება. კოსმოსური აპარატის ამოცანაა მზის გარე ფენებზე დაკვირვება, ასევე კოსმოსური ამინდის გავლენის ფაქტორების შესწავლა.

უფრო ადრე, 23 აგვისტოს, ინდოეთმა თავისი კოსმოსური აპარატი დასვა მთვარის სამხრეთ პოლუსის მახლობლად, შეუსწავლელ არეალში. ამ არეალში, მკვლევრების ვარაუდით, შეიძლება აღმოჩნდეს გაყინული წყლის და ძვირფასი ელემენტების მარაგი.

მისიამ დაამტკიცა, რომ იზრდება ინდოეთის უპირატესობა კოსმოსის კვლევისა და ტექნოლოგიის სფეროში.

ოთხი წლის წინანდელი პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ინდოეთი გახდა მეოთხე ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთში დასვა თავისი აპარატი და შეუერთდა ყოფილ საბჭოთა კავშირს, აშშ-სა და ჩინეთს, რომლებმაც ადრე წარმატებით განახორციელეს მისიები მთვარეზე.

XS
SM
MD
LG