რუსი სამხედროები არ ტოვებენ მცდელობას, შეაჩერონ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა სამხრეთ მიმართულებით, წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.
უკრაინის ჯარები ზაპოროჟიეს რეგიონში ორეხოვსკის მიმართულებით "რუსების თავდაცვის მთავარ ხაზს“ მიუახლოვდნენ. ამავე დროს, რუსეთის არმია, კერძოდ, საერთო-საჯარისო 58-ე არმიის დანაყოფები და რუსეთის სადესანტო ჯარების ნაწილები, "აგრძელებენ თავიანთ შეტევას კუპიანსკის მიმართულებით".
ბრიტანული დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის ჯარი, სავარაუდოდ, "ცდილობს უკრაინას ყურადღების გადატანას კონტრშეტევისგან, რითაც სურს აიძულოს კიევი დაყოს თავისი ძალები მელიტოპოლისა და კუპიანსკის მიმართულებებს შორის".
ამასთან, ბრიტანეთში ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ფედერაციამ ივნისის შემდეგ კუპიანსკის მახლობლად "მოკრძალებულ წარმატებას" მიაღწია.
"უკრაინის გარღვევის შეჩერებას რომ ცდილობს, რუსეთი რისკავს თავისი ძალების დაყოფას“, - მიიჩნევენ ბრიტანეთის დაზვერვაში.
ხარკოვის რაიონის ქალაქი კუპიანსკი რუსეთის ქვეშ იყო 2022 წლის სექტემბრამდე, ვიდრე არ გაათავისუფლა უკრაინის არმიამ. ბოლო კვირების განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია კუპიანსკის მიმართულებით რუსული ჯარების დიდი რაოდენობის კონცენტრაციის შესახებ. პარალელურად გაძლიერდა ქალაქის დაბომბვა.
10 აგვისტოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხარკოვის რაიონის კუპიანსკის რაიონის 37 დასახლების მცხოვრებლების სავალდებულო ევაკუაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.