Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსწავლეებისადმი მიმართვაში პუტინს არ უხსენებია ისტორიის ახალი საკამათო სახელმძღვანელო


პირველი ზარის ცერემონია მოსკოვის ერთ-ერთ სკოლაში. 1 სექტემბერი, 2023.
პირველი ზარის ცერემონია მოსკოვის ერთ-ერთ სკოლაში. 1 სექტემბერი, 2023.

რუსეთში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სიტყვით მიმართა მოსწავლეებს. წელს მათ სასწავლო წიგნებს შორის არის ისტორიის ახალი სახელმძღვანელო, რომელიც, კრიტიკოსთა თქმით, მიზნად ისახავს „უკრაინელების მიმართ რისხვა გააღვივოს“ და მომავალ წვევამდელებს აუხსნას, „რატომ იცვამენ სამხედრო ფორმას“.

1 სექტემბერს პუტინმა ვიდეოკავშირით მიმართა მოსწავლეებს. თავის გამოსვლაში მან ჩამოთვალა მთავრობის სხვადასხვა მიღწევა და განაცხადა, რომ ქვეყანა მაგალითს იძლევა „ახალი თაობის აღზრდისთვის პირობების შექმნაში“. მაგრამ მას არ უხსენებია უფროსკლასელთათვის განკუთვნილი ახალი სახელმძღვანელო, რომელშიც, სხვათა შორის, გამართლებულია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.

ისტორიის გადამუშავებულ სახელმძღვანელოთი ისწავლიან რუსეთის საშუალო სკოლების მე-11, დამამთავრებელი, კლასის მოსწავლეები. წიგნი სავსეა „რუსული ოფიციალური პროპაგანდისტული კლიშეებით“ და ცდილობს გაამართლოს რუსეთის უკანონო ქმედებები, მათ შორის 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსია და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წელს, აღნიშნავს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი 1 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„სახელმძღვანელო მალავს სიმართლეს და ამახინჯებს ფაქტებს,“ თქვა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მკვლევარმა ანა რაიტმა.

XS
SM
MD
LG