Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"როსკოსმოსის" ხელმძღვანელი: რაკეტა "სარმატი" საბრძოლო მორიგეობაზე დგას


კადრი 2018 წ. 1 მარტს რუსეთის ტელევიზიით ნაჩვენები ვიდეოდან, რომელშიც ნაჩვენებია საკონტინენტთაშორისი რაკეტა სარმატი. სად არის გადაღებული, უცნობია.
კადრი 2018 წ. 1 მარტს რუსეთის ტელევიზიით ნაჩვენები ვიდეოდან, რომელშიც ნაჩვენებია საკონტინენტთაშორისი რაკეტა სარმატი. სად არის გადაღებული, უცნობია.

რუსეთში საბრძოლო მორიგეობაზე დააყენეს სტრატეგიული სარაკეტო სისტემა „სარმატი“. ამის შესახებ 1 სექტემბერს განაცხადა „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა. მას დეტალებზე არ უსაუბრია.

ეს არის რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის პირველი განცხადება ახალი სტრატეგიული კომპლექსის საბრძოლო განლაგების შესახებ. თებერვალში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ახალი მძიმე რაკეტით აღჭურვილი „სარმატის“ სარაკეტო სისტემის პირველი გამშვები კომპლექსები „იწყებენ“ სამხედრო მორიგეობას. ამის შემდეგ ივნისში პუტინმა თქვა, რომ ეს მოხდება „უახლოეს მომავალში“.

RS-28 „სარმატი“ შექმნილია საბჭოთა საკონტინენტთაშორისო რაკეტა „ვოევოდის“ ჩასანაცვლებლად. როგორც ამტკიცებენ, რაკეტას აქვს 18 ათას კილომეტრამდე ფრენის რადიუსი და შეუძლია 10-15 ბირთვული საბრძოლო თავი გადაიტანოს. თავდაცვის სამინისტრომ პირველი წარმატებული გამოცდის შესახებ გასული წლის აპრილში გამოაცხადა. შემდგომში დაიწყო რაკეტების სერიული წარმოება. მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი რაკეტა დამზადდა და რამდენია აყვანილი საბრძოლო მორიგეობაზე, გასაიდუმლოებულია.

ამერიკული მედია წერდა, რომ 2023 წლის 20 თებერვალს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ გაშვება წარუმატებლად დასრულდა - ვინაიდან ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებას არ გამოუცხადებია. გაშვება მოხდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის ფონზე ან მის დროსაც კი.

განსაკუთრებით უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება ხშირად მიმართავს ფარულ ან პირდაპირ მუქარას ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. თავად პუტინმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში. კრემლის მხარდამჭერ მედიაში გაჩნდა განცხადებები, თითქოს ერთი რაკეტა „სარმატი“ საკმარისია გაერთიანებული სამეფოს გასანადგურებლად, ხოლო სახელმწიფო დუმის წევრმა, მომღერალმა დენის მაიდანოვმა იმღერა სიმღერა „სარმატუშკა“ შემდეგი სიტყვებით: „დიახ, კანკალებს მსოფლიო ბურჟუაზია, რომელიც ემზადება ჯოჯოხეთში გასამგზავრებლად, და საბრძოლო მორიგეობას ასრულებს ჩვენი ძლევამოსილი ლამაზი სარმატი“.

2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინმა ბრძანება გასცა რუსეთის ბირთვული ძალების გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმში გადაყვანაზე. ამ განკარგულების გაუქმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამავე დროს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ არ არის იმის ნიშნები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება.

XS
SM
MD
LG