Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა S-300 კომპლექსები კურილის კუნძულებიდან, სავარაუდოდ, უკრაინის საზღვართან გადაიტანა


S-300 კომპლექსი კიევთან ახლოს
S-300 კომპლექსი კიევთან ახლოს

რუსეთმა კურილის კუნძულებიდან გაიტანა საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები S-300.

იაპონური გაზეთის Mainichi Shimbun-ის თანახმად, ეს დასკვნა გამომდინარეობს Maxar Technologies-ის მიერ იტურუპისა და კუნაშირის კუნძულებზე გადაღებული სატელიტური სურათების გაანალიზებიდან, რაც ტოკიოს უნივერსიტეტის ლექტორმა იუ კოიზუმიმ ჩაატარა.

გასული წლის სექტემბრამდე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს სატრანსპორტო გამშვები მოწყობილობები რაკეტებით, რადარებით და სხვა აღჭურვილობით. ახლა, იუ კოიზუმის თქმით, ისინი იქ აღარ იმყოფებიან.

მეცნიერი ვარაუდობს, რომ სარაკეტო კომპლექსები უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად რუსეთის საზღვრებთან გადაესროლათ. გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას გარემონტებული ძველი ტანკები და ჰაუბიცები სახალინის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზიდან ასევე შეეძლო გაეგზავნა უკრაინის ფრონტზე.

რუსეთის ხელისუფლება თითქმის ყოველდღიურად ავრცელებს ცნობებს რუსეთის ქალაქებზე დრონებით განხორციელებული იერიშების შესახებ, რაშიც უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. კიევის, თავის მხრივ, ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG