Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასიკვდილო გასროლა დნიპროში: სასამართლომ პოლიციელს შინა პატიმრობა მიუსაჯა


31 აგვისტოს დნიპროში, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შინა პატიმრობა მიუსაჯა პოლიციელს, რომელმაც პატრულის რაზმთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სასიკვდილოდ დაჭრა ადგილობრივი ბიზნესმენი, 38 წლის ჯ.ს.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, თავად პოლიციელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა.

პროკურატურა ეჭვმიტანილი პოლიციელისათვის თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა გირაოს უფლების გამოყენებისი გარეშე.

სასამართლოს შენობის წინ კი რამდენიმე ათეული პოლიციელი შეიკრიბა, რათა მხარი დაეჭირათ თავიანთი კოლეგისთვის.

29 აგვისტოს, დნიპროში, პოლიციელმა გასროლით მოკლა მამაკაცი, რომელმაც, სამართალდამცავების თქმით, მათ წინააღმდეგობა მას შემდეგ გაუწია, რაც პატრულის თანამშრომლებმა მანქანა გააჩერეს. ავტომობილში, რომლის საჭესთანაც მამაკაცის პარტნიორი ქალი იმყოფებოდა.

"მანქანის გაჩერების შემდეგ მამაკაცი, რომელსაც ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ყველა ნიშანი ჰქონდა, აგრესიულად იქცეოდა. ინციდენტის დროს ერთ-ერთმა სამართალდამცველმა სატაბელო იარაღი გამოიყენა. მანქანის მძღოლი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან დაიღუპა", - ნათქვამია ანგარიშში.

ინციდენტის დროს მანქანის უკანა სავარძელზე მოკლულის ორი შვილი იმყოფებოდა.

სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით.

ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ფეისბუკის საშუალებით თავად უკრაინის პოლიციამ გაავრცელა.

XS
SM
MD
LG