რუსეთის პრიმორიეს ოლქიდან მობილიზებულ ვიტალი ძუნკოვსკის და ივან ტარასოვს 2 წელი და 8 თვე მიუსაჯეს სარდლობი ბრძანების შესრულებაზე უარის თქმის გამო. ამის შესახებ ცნობა ტელეგრამის არხმა "სამხედრო ადვოკატებმა", სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაავრცელა.
სამხედრო მოსამსახურეები უკრაინაში საბრძოლო ზონაში მოხვდნენ, მაგრამ 2022 წლის ოქტომბერში მათ სარდლობას ომში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ პატაკით მიმართეს. საპასუხოდ, სარდლობა მობილიზებულებს მკვლელობითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. ამის შემდეგ ძუნკოვსკი და ტარასოვი დაუბრუნდნენ თავიანთ ადრინდელი დისლოკაციის ადგილს.
2023 წლის აპრილსა და მაისში მობილიზებულებმა სამჯერ თქვეს უარი ომში დაბრუნებაზე. მობილიზებულებმა დანაშაული არ აღიარეს. მათ ბრძანების შესრულებაზე უარი იმით განმარტეს, რომ არასათანადოდ იყვნენ მომზადებულნი. სასამართლომ დაადგინა, რომ ჯუნკოვსკი და ტარასოვი ომში არ წავიდნენ იმის გამო, „თავიანთ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უფრთხილდებოდნენ“.
- 2022 წლის 21 სექტემბერს, უკრაინაში ომში მოქალაქეთა მობილიზაციის დაწყებიდან, ბრძანებების შეუსრულებლობის გამო ციმბირის, პრიმორიეს მხარის სამხედრო სასამართლოებში სამხედრო მოსამსახურეების მიმართ მინიმუმ 27 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.