Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს მღვდელს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთის არმიაზე „ფეიკების“ გავრცელებისთვის


მღვდელმონაზონი იოანე კურმოიაროვი
მღვდელმონაზონი იოანე კურმოიაროვი

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ მღვდელმონაზონ იოან კურმოიაროვს რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. „ფეიკების“ გავრცელების საქმეზე კოლონიაში სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ პროკურატურა მღვდლისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

კურმოიაროვმა წელიწადზე მეტი გაატარა პეტერბურგის წინასწარი დაკავების იზოლატორში. სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა „იუტუბით“ გავრცელებული ვიდეოების გამო, რომელშიც მღვდელი უკრაინაში რუსეთის არმიის ქმედებებზე ქრისტიანობის თვალსაზრისით განიხილავს.

"მშვიდობისმყოფელები სამოთხეში იქნებიან, იცით? და ის, ვინც აგრესია გააჩაღა, ის სამოთხეში ვერ მოხვდებიან, რაც არ უნდა იღონოთ“, - ამბობდა, კერძოდ, მღვდელი ვლადიმერ პუტინის მისამართით, რომელმაც განაცხადა, რომ „ჩვენ, როგორც მოწამეები, სამოთხეში წავალთ და ისინი კი უბრალოდ ჩაძაღლდებიან."

სასამართლოში 55 წლის კურმოიაროვმა აღიარა დანაშაული და თქვა, რომ მან პუბლიკაციები "როსკომნადზორის" თხოვნით წაშალა. თავისი განცხადებები კი იმით ახსნა, რომ ტრავმირებული იყო იმ იდეით, რომ მართლმადიდებლები "უკრაინის ომის ორივე მხარეზე იღებენ მონაწილეობას და იტანჯებიან ."

  • 2022 წლის ზაფხულში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნოვოსიბირსკის მღვდელმონაზონი, იოან კურმოიაროვი დააკავეს პეტერბურგში და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის მუხლით რუსეთის შეიარაღებული ძალებზე განზრახ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შესახებ.
  • მანამდე 2020 წლის ზაფხულში, შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძრის კრიტიკის შემდეგ, მიტროპოლიტმა კურმოიაროვს ღვთისმსახურების ჩატარება აუკრძალა „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირის წოდებასთან შეუსაბამობის გამო“ და „არასწორი ქცევის ყველა გარემოების გარკვევამდე“.
  • 2022 წლის თებერვალში კურმოიაროვმა საჯარო წერილით მიმართა თავდაცვის მინისტრს და მოუწოდა, ეკლესიიდან გაეტანა კომუნისტური სიმბოლოები. თავდაცვის სამინისტროში მას უპასუხეს, რომ არ მიიჩნევენ ამ გამოსახულებებს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფად, უფრო პირიქითო, უთხრეს, მათში „ასახულია უკვე არსებული რელიგიური ტრადიციებიო“.
XS
SM
MD
LG