Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ევროკავშირმა გათხევადებული გაზის რუსეთისგან შესყიდვა 40 %-ით გაზარდა


გათხევადებული აირით დატვირთული რუსული ხომალდი ბარსელონის ნავსადგურში. 4 ივნისი. 2022 წელი
გათხევადებული აირით დატვირთული რუსული ხომალდი ბარსელონის ნავსადგურში. 4 ივნისი. 2022 წელი
ევროკავშირის ქვეყნებმა, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად შემცირდა მილსადენებით რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი, თითქმის ორჯერ გაზარდეს რუსეთის გათხევადებული აირის შესყიდვა 2022 წლის თებერვლის შემდეგ.
ამ ინფორმაციას ავრცელებს The Guardian-ი, რომელიც ეყრდნობა ანტიკორუფციული ჯგუფის Global Witness-ის გამოკვლევის მონაცემებს.
Witness-ის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა 2023 წლის იანვრიდან ივლისამდე 22 რუსეთისგან მილიონი კუბური მეტრი გათხევადებული ბუნებრივი აირი შეისყიდეს. 2021 წელს ეს მონაცემი 15 მილიონს უდრიდა, ანუ გაიზარდა 40%-ით.
Global Witness-ის ანალიტიკოსის, ჯონათან ნორონია-განტის სიტყვებით: „რუსეთის აირის შესყიდვას იგივე ეფექტი აქვს, როგორც რუსეთის ნავთობისას. ერთიც და მეორეც აფინანსებს ომს უკრაინაში და თითოეული ევრო ნიშნავს მეტ სისხლისღვრას. როცა ევროპის ქვეყნები ომს გმობენ, პუტინს ფულს უჯიბავენ“.
გამოკვლევის თანახმად, ევროკავშირის წევრებმა რუსეთის, ბაზარზე არსებული გათხევადებული აირის ნახევარზე მეტი შეიძინეს 2023 წლის პირველ 8 თვეში.
მისი ყველაზე დიდი შემსყიდველები ჩინეთის შემდეგ არიან ესპანეთი და ბელგია.
Guardian-ს ორივე ქვეყნის მთავრობებიდან წყაროებმა აცნობეს, რომ სარეკორდო შესყიდვები უკავშირდება იმას, რომ გათხევადებული გაზის დიდი რაოდენობით ტერმინალები აქვთ და არა საკუთარ მოხმარებას.
მილსადენებით რუსეთიდან გაზის ექსპორტი ევროპაში ისტორიულ მინიმუმზე დავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 2022 წლის თებერვალში. სამაგიეროდ გაიზარდა მთელი მსოფლიოდან, მათ შორის რუსეთიდან გათხევადებული გაზის ექსპორტი, რადგან საწვავის ამ სახეობას არავითარი სანქცია არ ეხება.
გაზეთის თანამოსაუბრე ესპანეთიდან, რომელიც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, თვლის, რომ რუსეთის გათხევადებული გზის შესყიდვა არ შეწყდება, სანამ ევროკავშირს ქვეყნები არ მიაღწევენ შესაბამის შეთანხმებას, რომელსაც აქამდე არ არსებობს.
XS
SM
MD
LG