Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაბონში სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში ხელისუფლება


30 აგვისტოს აფრიკის სახელმწიფო გაბონის მაღალი რანგის სამხედროებმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას გამოაცხადეს, რომ მათ ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება მას მერე, რაც საარჩევნო ორგანომ გამოაცხადა პრეზიდენტად მესამე ვადით ალი ბონგოს არჩევის შესახებ.

Reuters-ის თანახმად, მათი გამოსვლისას ოფიცრებმა განაცხადეს, რომ ისინი წარმოადგენენ ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოს უსაფრთხოების და თავდაცვის ყველა ძალას.

მათი განცხადებით, არჩევნების შედეგები გაუქმებულია, ჩაკეტილია ქვეყნის საზღვრები შემდგომ მითითებებამდე და დათხოვნილია სახელმწიფო უწყებები.

წარმატების შემთხვევაში ეს 2020 წლის შემდეგ მერვე გადატრიალება იქნება დასავლეთი და ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში. მალიში, გვინეაში, ბურკინა ფასოში, ჩადსა და ნიგერში გადატრიალებებმა ბოლო მოუღეს დემოკრატიულ წინსვლის ბოლო წლებში.

XS
SM
MD
LG