Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის რუსული ენის ცენტრი მოსკოვში ფორუმში მიიღებს მონაწილეობას


საილუსტაციო ფოტო. წიგნები
საილუსტაციო ფოტო. წიგნები

მოსკოვში ბავშვთა და მოზარდთა წიგნების საერთაშორისო ფორუმი იმართება სახელწოდებით „საბავშვო ლიტერატურის ენაზე: თანამშრომლობა დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოს შორის საბავშვო ლიტერატურისა და კითხვის სფეროში“.

ღონისძიების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას იღებენ თბილისის კულტურის ცენტრის „Азбука“-ს წარმომადგენლები. კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი ნინო ჯაფარიძე და განათლების ფსიქოლოგი ნანა ხოტივრიშვილი არიან.

„Азбука“-ს ვებსაიტის თანახმად, ის არის რუსული ენის ცენტრი, ცენტრის პარტნირებს შორისაა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია.

„ცენტრის მთავარი მიზანია რუსული ენის გავრცელება ენის კურსების საშუალებით, ასევე ლიტერატურული საღამოების, სხვადასხვა სახის ღონისძიებების, კონკურსებისა და მასტერკლასების მოწყობა“, - ნათქვამია „აზბუკას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რუსეთის სახელმწიფო საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორის მარია ვედენიაპინას თქმით, ღონისძიებაში საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას.

„ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან პირველად ჩამოდიან საბავშვო წიგნის სპეციალისტები. ჩვენ დავგეგმეთ მათი მონაწილეობა ასამბლეაში 30 და 31 აგვისტოს, ხოლო 1 სექტემბერს გვექნება სპეციალიზებული განყოფილებები მოსკოვში რუსეთის ეროვნულ საბავშვო ბიბლიოთეკაში“, -განაცხადა ვედენიაპინამ.

საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა ქეთევან დუმბაძემ ტელეკომპანია „მთავართან“ საუბარში განაცხადა, რომ ფორუმის შესახებ სოციალური ქსელებით შეიტყო. მისი თქმით, ფორუმის მონაწილეები მწერლები არ არიან. დუმბაძე მიიჩნევს, რომ ქართულ ორგანიზაციებს „არ უნდა ჰქონდეთ ინტერესი“ მონაწილეობა მიიღონ რუსეთში მიმდინარე ღონისძიებებში.

XS
SM
MD
LG