Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხსოვნის დღეს ზელენსკიმ პატივი მიაგო ქვეყნის დაცვისას დაღუპულებს


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 აგვისტოს პატივი მიაგო უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის დაცვისას დაიღუპნენ ქვეყანაში შეჭრილი რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ყოველ წელს, 29 აგვისტოს, პატივს მივაგებთ უკრაინელ მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის დასაცავად,“ თქვა ზელენსკიმ განცხადებაში, რომელიც მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა. „არ არსებობს სიტყვები, რომლებიც საკმარისი იქნებოდა, რომ სრულად აღიწეროს ძალა, სიდიადე და თავგანწირვა გმირისა, რომელიც სამუდამოდ რჩება ბრძოლის ველზე, რათა მისმა ხალხმა შეძლოს შეინარჩუნოს საკუთარი ნება და გამარჯვება მოიპოვოს. სიტყვები ყოველთვის ნაკლებია იმაზე, რასაც ჩვენ ვგრძნობთ,“ თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენებით დააჯილდოვა ოჯახები უკრაინის 15 დამცველისა, რომლებსაც სიკვდილის შემდეგ მიენიჭათ უკრაინის გმირის წოდება.

მინიმუმ ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ჯარების დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელობა იტყობინება 29 აგვისტოს.

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება როგორც ქვეყნის აღმოსავლეთ, ისე სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში. ამ უკანასკნელ მიმართულებაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ისინი განაგრძობენ წინსვლას ქალაქ მელიტოპოლისკენ.

XS
SM
MD
LG