Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩელიაბინსკის ოლქში ფსბ-ს ვერტმფრენი Mi-8 ჩამოვარდა


რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი Mi-8 (ფოტო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო).
რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი Mi-8 (ფოტო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო).

რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქის სოსნოვსკის რაიონში, ჩამოვარდა ვერტმფრენი Mi-8. დაიღუპა სამი ადამიანი. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო უწყებები ავრცელებენ ინფორმაციას საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ვერტმფრენი ფსბ-ს ეკუთვნოდა. ტელეგრამის არხი „ბაზა“ წერს, რომ ვერტმფრენი, რომელშიც ინსტრუქტორი და ორი კურსანტი იმყოფებოდნენ, სასწავლო ფრენას ახორციელებდა. პილოტები აფრენა-დაფრენის მანევრზე ვარჯიშობდნენ.

რამ გამოიწვია ვერტმფრენის ჩამოვარდნა, ჯერჯერობით უცნობია, წინასწარი ვერსიაა ტექნიკური გაუმართაობა. Mash-ი წერს, რომ ვერტმფრენი შეიძლება მაღალი ძაბვის ხაზის სადენებს გამოსდებოდა ცუდი ხილვადობის პირობებში.

XS
SM
MD
LG