აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელსაც დიპლომატიური მისია ეწურება, გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს.
აშშ-ის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული წერილში დეგნანი წერს, რომ პრინციპები, რომელსაც საქართველოს სახელემწიფო ეფუძნება იგივეა რის დაცვასაც ესწრაფვის ამერიკის შეერთებული შტატები.
„ძალა ერთობაშია" - მართლაც ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის!“, წერს კელი დეგნანი, რომლის თანახმადაც შთაგონებულია მრავალი ქართველის შეუპოვრობით „ამ შეუპოვრობამ განაპირობა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი და გარდასახვა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, რომ გაცოცხლებულიყო პრინციპები, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ეფუძნება დღეს თუ ასზე მეტი წლის წინ: თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია. ეს იგივე პრინციპებია, რომლის დაცვასაც შეერთებული შტატები ესწრაფვის. ამიტომ დგას ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით, რომ ევროპული ინტეგრაციის გზით მიაღწიოთ თქვენს მიზანს უფრო მეტი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“
კელი დეგნანის წერს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს დემოკრატიულ და ნათელ მომავალს.
„რყევებისგან დასაცავად დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცებით, იმედისა და ოპტიმიზმის სხივით, საქართველოს ევროატლანტიკური ბედისწერისკენ ურყევი სვლით - აღტაცებული ვარ იმ ყველაფრით რაც ქართველმა ხალხმა გააკეთეთ და რასაც მომავალში გააკეთებთ თქვენი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულის გამო და თქვენი შეუპოვრობის გამო, რომ საქართველომ მიაღწიოს ნათელ, დემოკრატიულ მომავალს, რომელიც ქართველებს გსურთ და ასე უხვად იმსახურებთ“.
კელი დეგნანი გამოსამშვიდობებელ წერილს ილია ჭავჭავაძის პოემიდან ციტატით ასრულებს
"ვემშვიდობები რა იმ ძალიან, ძალიან ბევრ ქართველს, რომელმაც თავისი სახლის კარი და გული გამიღო, ჩემი გული სავსეა მადლიერებითა და უდიდესი პატივისცემით. მიუხედავად იმისა, რომ მივდივარ, თან მიმაქვს ძალიან ბევრი სიყვარული და მეგობრობა ჩემი ძვირფასი მეგობრებისგან მთელი საქართველოდან. ეს იყო დიდი პატივი, რომელსაც ყოველთვის დავაფასებ, მემსახურა შეერთებული შტატების ელჩად ამ ლამაზ ქვეყანაში.
როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს „აჩრდილში":
„გარდმომევლინა ყოვლად შემძლები
ქვეყნისა ამის სიკეთის რწმენა,
აღმიფრთოვანა მან ოცნებები
და განმიწმინდა ხედვა და სმენა". წერს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
კელი დეგნანს, რომელიც საქართველოში აშშ-ს ელჩად 2020 წლის 29 იანვრიდან მუშაობს, რობინ დანიგენი შეცვლის.