Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთმა ტორეცკს კასეტური საბრძოლო მასალებით შეუტია


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. ომის შედეგად დანგრეული უბანი ქალაქ ტორეცკში
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. ომის შედეგად დანგრეული უბანი ქალაქ ტორეცკში

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკზე რუსეთის სამხედრო ძალების შეტევისას.

დონეცკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, 28 აგვისტოს, საღამოს, საოკუპაციო ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ურაგანის“ კასეტური საბრძოლო მასალები გამოიყენეს. პროკურატურის თანახმად, დაიღუპა 39 წლის ქალი და დაიჭრა 70 და 80 წელს გადაცილებული ერთი მამაკაცი და ორი ქალი, რომლებიც საკუთარ სახლში იმყოფებოდნენ. დაზიანებულია კერძო და მრავალბინიანი სახლები.

დონეცკის ოლქის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო ომის კანონების და წესების დარღვევის მუხლით.

რუსეთთან ომში შეერთებული შტატებისგან მიღებულ კასეტურ საბრძოლო მასალებს იყენებს უკრაინაც. ამ ტიპის იარაღის გამოყენება აკრძალულია ასზე მეტი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო კონვენციით. აშშ, უკრაინა და რუსეთი ამ კონვენციას არ შეერთებიან.

ე.წ. კასეტური ბომბი აფეთქებისას ბევრ ნაწილად იშლება, ზოგიერთი მათგანი ხმელეთზე დროებით აუფეთქებლად რჩება და საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგაც, წლების განმავლობაში, საფრთხეს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG