აშშ-ში მოსამართლემ 2024 წლის 4 მარტი აირჩია სხდომის თარიღად ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც მას ბრალად ედება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის შეცვლის მცდელობა.
ეს გადაწყვეტილება 28 აგვისტოს მიიღო მოსამართლე ტანია ჩუტკანმა, რომელმაც უარყო ტრამპის დაცვის თხოვნა სასამართლო გადადებულიყო 2026 წლის აპრილამდე - ანუ 2024 წლის არჩევნებიდან დაახლოებით ერთი წლისა და ექვსი თვის გასვლის შემდეგ. ამავდროულად, მოსამართლის მიერ დანიშნული თარიღი სრულად არც საგანგებო პროკურორის, ჯეკ სმიტის გუნდის თხოვნას აკმაყოფილებს - პროკურორები სასამართლოს 2024 წლის იანვარში ითხოვდნენ.
"საზოგადოებას უფლება აქვს ეს საკითხი სწრაფად და შედეგიანად გადაიჭრას" - თქვა მოსამართლემ.