Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ორი სამხედრო დააპატიმრეს, უკრაინის ომში დაბრუნებაზე უარის გამო


რუსეთში ორი სამხედრო დააპატიმრეს, უკრაინის ომში დაბრუნებაზე უარის თქმის გამო
რუსეთში ორი სამხედრო დააპატიმრეს, უკრაინის ომში დაბრუნებაზე უარის თქმის გამო

რუსეთის ქალაქ სოჭში სამხედრო სასამართლომ ორ ჯარისკაცს გამოუტანა სადამსჯელო კოლონიებში სულ მცირე ორწლიანი პატიმრობის განაჩენები, უკრაინის ომში დაბრუნებაზე უარის თქმის გამო.

ახალწვეულ იური მალტსევსკის - რომელიც ომში უკვე მსახურობდა - ორი წლით მიესაჯა პატიმრობა, ფრონტზე დაბრუნების ბრძანებაზე დაუმორჩილებლობისთვის.

კონტრაქტის წესით დაქირავებულ ჯარისკაცს, ივან კაშინს - რომელიც ასევე იბრძოდა უკრაინაში - მიესაჯა ორი წლით და სამი თვით პატიმრობა, ფრონტზე დაბრუნებაზე უარის თქმის გამო.

XS
SM
MD
LG