Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება 


შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორია
შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორია

მას შემდეგ, რაც შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა, გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს რეკომენდაციას, რომ დაწესდეს შეზღუდვა ვიზიტორებისა და მომლოცველებისათვის არსებული ხევის მიმდებარედ გადაადგილებაზე. სააგენტოს გავრცელებული განცხადების მიხედვით, არსებული მდგომარეობის შესწავლა გრძელდება.

"აღსანიშნავია, რომ სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა შედარებით დიდი მოცულობის გრუნტის მასის ჩამოშლას, თუმცა ჩამოშლილ მასას უშუალოდ მონასტრის ტერიტორიამდე არ ჩამოუღწევია.

გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ადგილზე გაცემული რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე განხორციელდეს ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები", - აცხადებენ უწყებაში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ახლა გარემოს ეროვნულ სააგენტოში მზადდება დასკვნა შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდოვანი მასის ჩამოწოლის შესახებ.

27 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მცხეთასთან, შიომღვიმის მონასტერთან მთის ნაწილი ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ შიომღვიმის მონასტრის მახლობლად მიწის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.

XS
SM
MD
LG