მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს გაუჩნდათ ვალდებულება, თვითონ აირჩიონ როგორ სარისკო კატეგორიაში განთავსდება საპენსიო დანაზოგი, გამოიკვეთა, რომ დასაქმებულთა არც თუ მცირე ჯგუფს, არ აქვს ან არ ახსოვს საპენსიო სააგენტოს სისტემაში შესასვლელი პაროლი. სისტემაში შეცვლა აუცილებელია იმისთვის, რომ დასაქმებულებმა დანაზოგი მართონ.
რადიო თავისუფლება ამ მასალაში აგიხსნით, რა გზები საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე დასარეგისტრირებლად.
2018 წელს, როცა სავალდებულო საპენსიო სისტემა ამოქმედდა, ყველა დამსაქმებელს გაეგზავნა ყველა დასაქმებულისთვის ინდივიდუალურად შექმნილი კოდების. ეს კოდები დღესაც მოქმედია, თუ დასაქმებულმა მაშინ არ შეცვალა ან არ დაავიწყდა.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ ახსოვს სისტემაში შესასვლელი კოდი ან არ მიუღია დამსაქმებლისგან, მან ამ ორი გზიდან ერთ-ერთი უნდა გაიაროს:
- მივიდეს პირადობის დამადასტურებელი საბუთით საპენსიო სააგენტოში, სადაც მას მისცემენ ერთჯერად პაროლს;
- ან იმავე მიზნით მივიდეს ნებისმიერ იუსტიციის სახლში ან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ საზოგადოებრივ ცენტრებში;
- ერთჯერადი პაროლის მიღება დისტანციურად, ელექტრონულად გაგზავნილი წერილით, შეუძლებელია.
საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ კოდის დავიწყების შემთხვევაში, მისი განახლება შესაძლებელია რამდენიმე გზით, მათ შორის ერთ-ერთი ელექტრონული ფოსტით აღდგენაა.
დამატებით სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საპენსიო დანაზოგის ინვესტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია ელექტრონულად, მას შემდეგ რაც დასაქმებულს ექნება პაროლი. ამ შემთხვევაში საჭიროა ID წამკითხველი და იუსტიციის სამინისტროში მიღებული ელექტრონული ხელმოწერისთვის საჭირო კოდი.