Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს პირი, რომელიც „ვაგნერის“ ბიზნესცენტრთან Al Jazeera-ს ჟურნალისტზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი


კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ბიზნესცენტრი სანქტ-პეტერბურგში
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ბიზნესცენტრი სანქტ-პეტერბურგში

კარელიაში დაკავებულია პირი, რომელიც ეჭვმიტანილია სანქტ-პეტერბურგში, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბიზნესცენტრის შენობასთან Al Jazeera-ს ჟურნალისტ რანია დრიდიზე თავდასხმაში.

დაკავებული 36 წლისაა და პეტროზავოდსკში ცხოვრობს. ტელეგრამის არხ SHOT-ის ცნობით, მისი ვინაობაა იგორ ბერდოვი. ის პეტროზავოდსკში ერთ-ერთი კომპანიის გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელია. 2017 წელს ბერდოვი თაღლითობის საქმეზე გაასამართლეს და ორ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ 2018 წელს ის პირობით გაათავისუფლეს ვადაზე ადრე.

41 წლის დრიდიზე თავდასხმა 24 აგვისტოს ღამით მოხდა. ჟურნალისტი Al Jazeera-ს არაბული რედაქციის ეთერში გავიდა. ბერდოვი კადრში შეიჭრა და რუსულად ლაპარაკი მოსთხოვა დრიდის, შემდეგ კი მარჯვენა საფეთქელში ჩაარტყა მას.

დაშავებულს საავადმყოფოში დაუდგინდა თავის ქალის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ცემის მუხლით.

23 აგვისტოს ტვერის ოლქში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელსაც „ვაგნერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იყენებდა. ოფიციალური განცხადებების თანახმად, დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის პრიგოჟინი და დაქირავებულ მებრძოლთა რამდენიმე მეთაური. ავიაკატასტროფის შემდეგ „ვაგნერის“ შენობასთან მოსახლეობამ დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სპონტანური მემორიალი მოაწყო.

XS
SM
MD
LG